

13-14 დეკემბერს ხარაგაულში საჯარო მოხელეთა კონკურსის პირველი ეტაპი – ტესტირება ჩატარდება. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, დავით კიკნაძის ინფორმაციით, ტესტირება ხარაგაულის #2, #3 საჯარო სკოლებისა და სასულიერო გიმნაზიის კომპიუტერულ ცენტრებში გაიმართება. მისივე თქმით, კონკურსში 219 პიროვნება მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 72, ხოლო საკრებულოში 2 თანამდებობაზეა გამოცხადებული.
რა მოლოდინები აქვთ კონკურსანტებს, – ამ შეკითხვით რამდენიმე მათგანს მივმართეთ.
ხათუნა მანჯავიძე: -საერთოდ მომხრე ვარ ნებისმიერი კონკურსის, რადგან კონკურსის წესით სამსახურში ადამიანების მიღება არის ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების გარანტი. ვფიქრობ, რომ ეს კონკურსი ჩემთვის აუცილებელია. რასაც ვკითხულობ, ეს ადრეც უნდა მცოდნოდა მეც და ყველა საჯარო მოხელეს. ველოდები, რომ უფრო გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტდება გამგეობადა საკრებულო.
სალომე გამცემლიძე: -კონკურსისთვის ინტენსიურად ვემზადები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეთა კონკურსი. სამ ვაკანსიაზე შევიტანე განაცხადი. კარგი იქნება, თუ არ მიენიჭება უპირატესობა კონკურენტებს მხოლოდ იმის გამო, რომ დღემდე იქ მუშაობენ.
გია ჭიპაშვილი:-საჯარო მოხელეთა კონკურსში ჩავერთე და ამითაც გამოვხატავ კონკურსის მნიშვნელობას. ალბათ უფრო მეტად პროფესიონალი ხალხი დასაქმდება ამ კონკურსის შედეგად. მივესალმები, თუ ობიექტურად ჩატარდება ყველაფერი. წინასწარი მონაცემებით ვიცი, რომ ობიექტურობა უმაღლეს დონეზეა დაცული.
გივი კურტანიძე: -ამ კონკურსს დიდი მნიშვნელობა აქვს საჯარო მოხელეთა წინსვლისთვის. ხელმძღვანელობას ექნება საშუალება უკეთესი კადრები აარჩიოს გამოცდების შედეგების შესაბამისად.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის
SALTO-ს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რესურსცენტრი აღმოსავლეთ
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიმართა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი