

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ქუთაისში პროექტის „საქართველოს მთავრობა-ღია მმართველობისთვის“ფარგლებში სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომსახელმწიფო აფინანსებს სკოლებში სპეცმასწავლებლებს და მათი მომზადების პროგრამას.
ჩვენ განათლების მიღმა დარჩენილი ბევრი მოსწავლე გვყავს. იუნისეფის სტატისტიკით საქართველოში 7 800-მდე უნარშეზღუდული ბავშვი მშობლებმა არ მიიყვანეს სკოლაში ან მათ მიატოვეს სწავლა. შესაძლოა, მათი რაოდენობა იყოს გაცილებით დიდი.
ამიტომ თუკი ვიცით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი არ იღებს ზოგადგანათლებას, ნებისმიერ რესურსცენტრს, სკოლას, ნებისმიერ ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია შეავსოს ფორმა, მიმართოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინურ გუნდს.
ასეთ ბავშვს დაენიშნება სპეციალური მასწავლებელი და ინდივიდუალური ინტეგრირებული პროგრამით ისწავლის სკოლაში. მის სწავლას მთლიანად დააფინანსებს სახელმწიფო.
ლაურა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,