დღეს მსოფლიოში ყველაზე კეთილ და თბილ დღესასწაულს – ჩახუტების საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

ადამიანები ცდილობენ ამ დღეს ჩახუტებით ერთმანეთს სითბო გაუზიარონ. ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანების დაახლოებასა და იმის გაცნობიერებას უწყობს ხელს, თუ რამდენად აუცილებელია მხარდაჭერა, ზრუნვა და ერთმანეთის ყურადღება.

ჩახუტების საერთაშორისო დღის იდეაა, რომ ყველა ადამიანი საკუთარი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უფრო ხშირად მოეფეროს და მათ მიმართ გრძნობები გამოხატოს.

პანდემიამ კიდევ უფრო მეტად დაანახა ადამიანებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა.

ჩახუტების ნაციონალური დღე, პირველად ფართო მასშტაბით ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, მიჩიგანში, 1986 წელს აღინიშნა.

ამ დღის დამაარსებელი კევინ ზაბორნია, რომელსაც „ჩახუტების ელჩსაც“ უწოდებენ.

კვლევებით დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებიც უფრო ხშირად ეხუტებიან საყვარელ ადამიანებსა და ცხოველებს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

ასე რომ, ჩაეხუტეთ ერთმანეთს!

რამდენიმე ხარაგაულელისგან გამოგზავნილი ვიდეოკადრები დღევანდელ დღეს ეძღვნება.

ლიკა ხიჯაკაძე