

ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორის, ანუშკა ჩხეიძის 2020 წლის ალბომი „Halfie“, რომელიც CES Records-ზე გამოვიდა, „IMPALA“-ს მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტია.
ევროპის დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციამ, ქართველი მუსიკოსის ალბომი გასული წლის 25 ფავორიტ ნამუშევარს შორის შეიყვანა. არსებული სია მუსიკალურად მრავალფეროვანია და ფინური პოპიდან დაწყებული, ფრანგული ელექტრონული მუსიკით დამთავრებული, ყველა სახისა და ქვეყნის მუსიკალურ მიმართულებას მოიცავს.
გასულ წელს აღნიშნული ჯილდო ცნობილ გერმანელ მუსიკოსს, Apparat-ის ალბომს ერგო. ამ წლის გამარჯვებული კი თებერვალში გამოვლინდება.
IMPALA – ევროპის მასშტაბით დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციაა, რომელიც 2000 წელს დაარსდა და მუსიკალურ ბიზნესში 5000-მდე მცირე ზომის ლეიბლსა და არტისტებს აერთიანებს. ასოციაცია უკვე მეთერთმეტე წელია ატარებს „წლის ალბომის“ დაჯილდოვებას, სადაც დამოუკიდებელი ევროპული ლეიბლებიდან საუკეთესო ნამუშევარს არჩევს.
გასულ წლებში აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან Apparat, Agnes Obel, José Gonzalez, Caribou, Guadalupe Plata, The xx, Adele, და Efterklang.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა