

აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, გელა კაპანაძის სახელი ხარაგაულში, სოფელ ღორეშას ცენტრალურ ქუჩას მიენიჭა.
გელა კაპანაძე 19 წლის ასაკში ოჩამჩირეში 1993 წელს დაიღუპა. ის სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნაა, რომ იქ, სადაც საზოგადოებრივი სახლებია განთავსებული, ქუჩას სახელწოდება მიენიჭოს.
ღორეშაში ქუჩისთვის გელა კაპანაძის სახელის მინიჭება მოსახლეობამ საერთო კრებაზე გადაწყვიტა. დოკუმენტაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან შესაბამის სამთავრობო კომისიას გადაეგზავნა. ამ კომისიიდან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება ხარაგაულის საკრებულომ მიიღო.
-მერიას დაევალება, რომ დაამზადოს შესაბამისი ტრაფარეტი და ნუმერაცია ღორეშაში ცენტრალურ ქუჩაზე განსათავსებლად, – ამბობს საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილი. მისი ინფორმაციით, ქუჩას სახელწოდება ხევშიც უნდა მიენიჭოს.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: ცენტრალური ქუჩა ღორეშაში
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა