

პროექტის – „საქართველოს მთავრობა-ღია მმართველობისთვის“ფარგლებში ქუთაისში განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა მანდატურების სისტემის გარდაქმნაზე. მისი თქმით, დასჯაზე ორიენტირებული სისტემიდან მოსწავლის უსაფრთხო დაცვის სისტემაზე. ადრე მანდატურებად საქმდებოდნენ საშუალო განათლების ადამიანები ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე. ზოგჯერ 18 წლის მანდატური შედიოდა 18 წლის მოსწავლესთან. მათ არ ჰქონდათ არც კონფლიქტების რეგულირების გამოცდილება, არც ფსიქოლოგიური ცოდნა, არც კომუნიკაციების. ეს ძალიან ხშირად სკოლაში ქმნიდა კონფლიქტებს მანდატურსა და მოსწავლეებს, მანდატურსა და მასწავლებლებს შორის. მთლიანად გადახალისდა ეს სისტემა. შეიცვალა მათი პროგრამები, დავალებები.სპეციალურად გადამზადდნენ ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირები.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სკოლებს შესთავაზეს ფსიქოლოგიური სერვისები, რომელიც ამ ეტაპზე არის მობილური, – ნებისმიერ სკოლას შეუძლია გამოიძახოს ჯგუფი და ეს სერვისი მიიღოს. ფსიქოლოგიურ სამსახურს შესაძლებელია მიმართოს როგორც მშობელმა, ასევე მასწავლებელმა, მოსწავლემ, მანდატურმა, სკოლის ადმინისტრაციამ. სარეაბილიტაციო კურსს აბსოლუტურად აფინანსებს სახელმწიფო.
ქუთაისში ფუნქციონირებს ასევე რეგიონული ფსიქოლოგიური ცენტრი, რომელიც მთელ რეგიონს ემსახურება.
ლაურა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,