

ხარაგაულის სპორტულ დარბაზში 6 დეკემბერს გაიმართა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის ანზორ მაღრაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ გორის, ხაშურის,ხონის, ჭიათურის,საჩხერისა და ხარაგაულის 1999-2000 და 2000-2001 წლებში დაბადებული მოჭიდავეები, სულ 132 მოჭიდავე.
სპორტის განვითარების მუნიციპალურ ცენტრთან (დირექტორი დავით გელაშვილი) ერთად ტურნირის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანა ანზორ მაღრაძის მოსწავლემ მამუკა არევაძემ, რომელიც თვითონაც იყო წარმატებული მოჭიდავე. მამუკა არევაძემ შეძლო და ამ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრებად მოიწვია საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები: გენადი პეტრიაშვილი, დავით ბედინაძე, თედო ებანოიძე, დავით ოთიაშვილი, იაკობ მაქარაშვილი, ალეკო პატარქალიშვილი, გელა საღირაშვილი, ნოდარ ებანოიძე, დავით ხუციშვილი, კობა კაკალაძე, დათო კვინიკაძე. საქვეყნოდ ცნობილი, ტიტულოვანი მოჭიდავეების ჩამოსვლამ დამატებითი სტიმული მისცა მოზარდ მოჭიდავეებს. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის გუნდმა, რომელიც შეჯიბრისთვის მოამზადა მწვრთნელმა რევაზ შერგელაშვილმა. ტურნირზე დაწესებული პრიზი ყველაზე ტექნიკური მოჭიდავისთვის გადაეცა ზურაბ ტოროშელიძეს. გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
დიდი მადლობა მამუკა არევაძეს ხარაგაულის სპორტულისაზოგადოების მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებისა და სიკეთისთვის, იმ სითბოსა და ყურადღებისათვის, რაც მან თავისი მწვრთნელისა და მასწავლებლის მიმართ გამოიჩინა. დიდი მადლობა სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის თითოეულ თანამშრომელს. მათ გარეშე ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ვერ ჩატარდებოდა.
წონითი კატეგორიების მიხედვით ხარაგაულიდან ჩემპიონები გახდნენ:
ზურაბ ტოროშელიძე (23 კგ.) – პირველი ადგილი, ხარგაულის სასულიერო გიმნაზია, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;
თამაზ ტოროშელიძე (26 კგ.) – მეორე ადგილი, ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;
დათო კვინიკაძე (26 კგ.) – მესამე ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;
ნოდარ ბააკაშვილი (29 კგ.)- მესამე ადგილი, ვარძიის საჯარო სკოლა, მწვრთნელი ვეფხია გამრეკელაშვილი;
ნიკა კოჩაძე (42 კგ.) – მეორე ადგილი, ვარძიის საჯარო სკოლა, მწვრთნელი ვეფხია გამრეკელაშვილი;
დავით გელაშვილი (46 კგ.)- პირველი ადგილი, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;
გიორგი ხიჯაკაძე (46 კგ.) – მესამე ადგილი, ვარძიის საჯარო სკოლა, მწვრთნელი ვეფხია გამრეკელაშვილი;
სანდრო დალალიშვილი (50 კგ.)- მესამე ადგილი, ზვარის საჯარო სკოლა, მწვრთნელი ივანე ჩაჩანიძე;
დიმიტრი გელაშვილი (54 კგ.)- პირველი ადგილი, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;
შოთა თაბაგარი (58 კგ.)- მესამე ადგილი, ბაზალეთის საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;
ბესო შავიძე (63 კგ.)- პირველი ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;
უჩა ხარაძე (63 კგ.) – მეორე ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;
ევსემ შველიძე (69 კგ.) – პირველი ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;
მამუკა დალალიშვილი (69 კგ.) – მეორე ადგილი, ზვარის საჯარო სკოლა, მწვრთნელი ივანე ჩაჩანიძე;
გიორგი ბუხნიკაშვილი (76 კგ.)- მეორე ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი;
დავით კაკოიშვილი (100 კგ.) – პირველი ადგილი, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა, მწვრთნელი რევაზ შერგელაშვილი.
7 დეკემბერს ქალაქ ხაშურში ჩატარდა გამოჩენილი ძიუდოისტის თამაზ ხარშილაძის სახელობის ღია ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდა ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის გუნდი (მწვრთნელები ლევან დონაძე,სოსო ხაჩიძე, ივანე ჩაჩანიძე).
პრიზიორთა შორისაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამი წარმომადგენელი: თედო თხელიძე (მე-3 ადგილი, ბორითი), ლევან ხაჩიძე და ზურა ხაჩიძე (მე-3 ადგილი, ხევი).
ვეფხვია ღონღაძე
ხარაგაულის სპორტის მართვის ცენტრის პროგრამების მენეჯერი
ფოტოზე: ხარაგაულელი მოჭიდავეები მწვრთნელებთან ერთად
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,