
ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოვიპოვეთ.
მისი თქმით, განათლების სამინისტროში ჩამოყალიბების ეტაპზე არიან და, სავარაუდოდ, სწავლა ისევ დისტანციურად გაგრძელდება.
„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ჯერჯერობით, არ უმჯობესდება, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს. ამიტომ 18 იანვრიდან სწავლის საკლასო ოთახებში განახლებისგან თავს შევიკავებთ.
განათლების სამინისტროსთან კონსულტაციებს 14 იანვარს გავივლით. შემდეგ სკოლების დირექტორებთან ონლაინ თათბირს გავმართავთ. გავითვალისწინებთ ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლები დისტანციურ სწავლებაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან გადავიდნენ.
ნინო კაპანაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის