

ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვები და დაწესებული რეგულაციები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, პირველ თებერვლამდე ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიურ შეხვედრებს გაგრძელებს, რომ ტრანსპორტის მოძრაობა, ღია და დახურული ბაზრობების საქმიანობა უსაფრთხო გარემოში განახლდეს.
„ჯანდაცვის სექტორისა და სამთავრობო გუნდის ძალისხმევით, ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში სტაბილიზაციაა, – აღნიშნა ნათია თურნავამ, – თუმცა ჯერ კიდევ მაღალია ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი.
ვხედავთ, რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები რეგულაციებს ამკაცრებენ.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ წერტილოვანი შეზღუდვები.
წინასაახალწლო პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება გარკვეული დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც ჩვენ მათთან შევჯერდებით“.
მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვები – მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა 18 იანვრიდან უნდა განახლებულიყო.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა