

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ელექტროქურების შეძენას აპირებს.
გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღებისთვის 21 ცალი ელექტროქურის შესაძენად ტენდერი 48 600 ლარზეა გამოცხადებული. დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის წინადადებების ელექტრონულად მიღება 16 იანვრიდან იწყება და 18 იანვრამდე გაგრძელდება.
ექვსკამფორიანი, სამფაზიანი ელექტროქურის შეძენა იგეგმება ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღისთვის; ოთხკამფორიანი სამფაზიანი ელექტროქურების შეძენას აპირებენ ხარაგაულის #2, ბორითის, ვერტყვიჭალისა და საღანძილის საბავშვო ბაღებისთვის.
ორკამფორიან, „ფაზანოლიან“ ელექტროქურებს შეიძენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი დანარჩენი საბავშვო ბაღებისთვის.
ელექტროქურების მონტაჟი ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ თავად უნდა უზრუნველყოს.
სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის საკვები თხევადი გაზის ქურებზე მზადდება.
„მივიღეთ რეკომენდაცია, რომ საბავშვო ბაღებში ელექტროქურები გამოვიყენოთ, რადგან ბევრად უფრო უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთაა“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
თამთა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,