ზვარეში ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი ამირან გოგნაძის ოჯახისთვის სახლი აშენდა და გადაიხურა.

„ეს ხალხის თანადგომის შედეგია, – ამბობს ოჯახის დიასახლისი ნუნუ გოგნაძე, – ახლა შიდა სამუშაოებია ჩასატარებელი, რომ იქ ცხოვრება შევძლოთ. ამ დრომდე მეზობლის ოჯახში ვართ შეხიზნულები.

დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა და ჩვენი გასაჭირი გაიზიარა“.

ხანძარმა ამირან გოგნაძის საცხოვრებელი სახლი 15 დეკემბერს, ფაქტობრივად, მთლიანად გაანადგურა.

მეორე დღიდან ჩრდილელმა მერაბ თიკანაშვილმა ოჯახის დასახმარებლად „საქართველოს ბანკში“ ანგარიში გახსნა. მერაბი ამბობს, რომ ამ ანგარიშზე 1 400 ლარი შეგროვდა.

ოჯახმა 6 ათასი ლარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღო.

ოჯახის დახმარება გრძელდება. შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე #GE73BG0000000104694700 მიმღები მერაბ თიკანაშვილი (პ/ნ 56001024830). შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონით – 597 054 773.