

ხარაგაულელთა იუმორისტული ჯგუფი, – ბათუ კიკნაძის, დათო კვირიკაშვილის, გიორგი მაქაძის, დათო ჭიპაშვილის, ბექა ხიჯაკაძისა და გიორგი ჭიპაშვილის შემადგენლობით, – ვანში გამართულ იუმორის ფესტივალში წარმატებით გამოვიდა და მაყურებლის სიმპათიის პრიზი დაიმსახურა.
იუმორისტულ ჯგუფს მამუკა ჭიპაშვილი ხელმძღვანელობს.
ფესტივალში იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ათი იუმორისტული ჯგუფი მონაწილეობდა. იუმორის ფესტივალი იპოლიტე ხვიჩიას სახელობის იუმორის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.
ვულოცავთ ხარაგაულელთა იუმორისტულ ჯგუფს ფესტივალში წარმატებით მონაწილეობას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,