

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან არსებული ახალგაზრდული კლუბის ინიციატივით, წინასაახალწლოდ ხარაგაულის პეიზაჟებით გაფორმებული უბის კალენდრები დაიბეჭდა. კალენდრების გაყიდვიდან შემოსული თანხით კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს.
„2000 ცალი კალენდარი დავბეჭდეთ, 800 ცალი გაიყიდა, გვქონდა აქცია 1+1, ამიტომ სულ 400 ლარამდე შეგროვდა, – ამბობს ახალგაზრდული კლუბის ხელმძღვანელი ნინო ჭიპაშვილი, – დაბა ხარაგაულში მერის წარმომადგენლის დახმარებით შევარჩიეთ სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები, რომელთაც ამ თანხით საშობაოდ ტკბილეული და საჩუქრები გადავეცით“.
ნინო ჭიპაშვილი გვამცნობს, რომ, ახალგაზრდული კლუბის ინიციატივით, უახლოეს მომავალში ხარაგაულში ქუჩის მხატვრობის აქცია გაიმართება. ამისთვის უკვე შეიძინეს ფასადების საღებავები, რომლითაც ახალგაზრდები ხარაგაულის ქუჩებს გაალამაზებენ.
თამთა გოგოლაძე
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა