

ახალი წლიდან მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ეტაპი იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, მოქალაქეები, რომლებმაც 2020 წლის დეკემბრიდან სამსახური დაკარგეს და ხელფასს არ იღებენ, 6 თვის განმავლობაში 1 200 ლარიან მხარდაჭერას მიიღებენ.
სოციალურად დაუცველი ყველა მოქალაქე, რომელსაც მიკუთვნებული აქვს 65 000-დან 100 000 ქულამდე, ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში 100-ლარიან მხარდაჭერას მიიღებს.
სოციალურად დაუცველი ყველა მოქალაქე, 0-დან 100 ათას ქულამდე, რომელსაც ოჯახში ჰყავს 16 წლამდე ასაკის სამი ან მეტი შვილი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად ასევე 100-ლარიან დახმარებას მიიღებს.
18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, 6 თვის განმავლობაში, იქნება 100-ლარიანი მხარდაჭერა.
პრემიერმა დააანონსა, რომ „იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,