

გამომცემლობა „ჩემი ხარაგაულის“ ორი ჟურნალისტი – ნინო კაპანაძე და ლიკა ხიჯაკაძე კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში გამოცხადებული ჟურნალისტთა კონკურსის გამარჯვებულები არიან.
ნინო კაპანაძემ კონკურსში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და 1000 ლარით დაჯილდოვდა მულტიმედია ნამუშევრისთვის „ფონდი „ტასო“ სოციალურად აქტიურ ადამიანებს შემოსავლიანი ბიზნესის წამოწყებაში ეხმარება“.
კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოება სოციალურ ქსელში, პირდაპირი ეთერით გადაიცა.
ამავე კონკურსში ასევე მესამე ადგილი დაიმსახურა „გურიანიუსის“ ჟურნალისტმა მარიამ ჩიხლაძემ, მეორე ადგილი (ფულადი ჯილდო 1500 ლარი) – ნეტგაზეთის ჟურნალისტმა ნინო კახიშვილმა, ხოლო პირველი ადგილი (ფულადი ჯილდო 3 000 ლარი) – „ბათუმელების“ ჟურნალისტმა მანანა ქველიაშვილმა.
სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში გამოცხადებულ ჟურნალისტთა კონკურსში გასული წლის 30 სექტემბერს წამახალისებელი პრემიით (500 ლარი) ასევე დაჯილდოვდა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ლიკა ხიჯაკაძე სტატიით „მოთმენით არაფერი გამოვიდა“ – რას გვიამბობენ ძალადობის მსხვერპლი ქალები.
კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ მთავარი მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება – საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმოჩენა, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა და ქვეყანაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება.
ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს უნდა გაუჩნდეს და გაუძლიერდებს განცდა, რომ ეს ქვეყანა არის პირადად მისი და პასუხისმგებელიც ამ ქვეყანაზე არის თითოეული ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე.
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში