
ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიამ, ისევე როგორც ხარაგაულში მოქმედმა 25-მა საჯარო სკოლამ, სასწავლო წლის პირველი სემესტრი დისტანციური სწავლებით დაამთავრა.
გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) ამბობს, რომ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით ონლაინ სწავლებას თავი კარგად გაართვეს.
„სექტემბერში, როცა სწავლას საკლასო ოთახებში ვიწყებდით, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს რეკომენდაციები უნდა დაგვეკმაყოფილებინა, – ამბობს დეკანოზი პავლე, – გენინსპექცია კმაყოფილი წავიდა გიმნაზიიდან და სწავლის დაწყების უფლება მოგვცეს.
ნოემბრიდან, როცა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია დამძიმდა, სასულიერო გიმნაზია სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. გიმნაზია, როგორც კერძო სკოლა, ვერ სარგებლობს იმ შეღავათებით, რითაც საჯარო სკოლები. ამიტომ, მეუფე მელქისედეკის კურთხევით „მაიკროსოფტისგან“ „თიმსის“ პროგრამა შევიძნეთ.
მასწავლებლებმა ონლაინ ტრენინგები გაიარეს და დისტანციური სწავლების დასაწყებად მოვემზადეთ. მადლობა მეუფე მელქისედეკს ფინანსური, სულიერი, ფიზიკური მხარდაჭერისათვის. დიდი მადლობა სასულიერო გიმნაზიის პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი ონლაინ სწავლების პირობებში განსაკუთრებულია.
ხარაგაულის გიმნაზიის 190 მოსწავლიდან „თიმსში“ მხოლოდ 9 მოსწავლე ვერ ერთება. მათთან მასწავლებლებს მუდმივი კავშირი აქვთ, აწვდიან საგაკვეთილო მასალებს და მოსწავლეებისგან უკუკავშირიც დამყარდა.
მადლობა მოსწავლეთა მშობლებს, რომლებიც დისტანციურ სწავლებაში ხელს გვიწყობენ.
გიმნაზია მოსწავლეებს მეორე სემესტრიდან სიახლეს სთავაზობს – თუკი სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება, მოსწავლეთა ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ.
ახლოვდება ახალი წელი, 2021 წელი და შობის დღესასწაული. ყველას გილოცავთ. დარწმუნებული ვარ, ქრისტეშობის მადლით კორონავირუსი დამარცხდება და ყველაფერი კარგად იქნება.
ღმერთმა გაახაროს საქართველო და ხარაგაულელები“.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება