

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ისლარში, გრიგალათში, ვერტყვიჭალაში, სხლითში, ბორითსა და დაბა ხარაგაულში გამოვლინდა.
ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, ვირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე, 408-მდე გაიზარდა. მათგან 250 პირი გამოჯანმრთელდა, 7 – გარდაიცვალა.
29 დეკემბრის მონაცემებით, ხარაგაულში თვითიზოლაციაში 103 პირი რჩება.
151 ინფიცირებულიდან კლინიკებში 23 მკურნალობს, დანარჩენები – ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულისა და ბორითის კოვიდცენტრების, ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანაშრომელთა PCR ტესტირების პასუხები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ჯერჯერობით, არ მიუღიათ.
-კორონავირუსისგან თავდაცვა ინდივიდუალურად უნდა გავაძლიეროთ, – ამბობს ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე, – ხშირად დავიბანოთ ხელები, დავიცვათ დისტანცია, ყოველ ორ საათში გამოვიცვალოთ პირბადე. გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, არ გამოვიდეთ სახლიდან.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,