

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხარაგაულის კინოთეატრში მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა ხარაგაულის, საჩხერის, ტყიბულის, ბაღდათის, ხონისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში მოქმედ შემოქმედებით კოლექტივებს.
შეხვედრაში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილობდნენ.
კულტურის სამინისტროსგან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გადმოეცა ვოკალური ანსამბლისთვის საჭირო მუსიკალური ინსტრუმენტები, სამუსიკო სკოლისთვის – ვიოლინო.
მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა კულტურის სამინისტროსგან რეგიონებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე.
მინისტრის თქმით, გაათმაგებული ყურადღება და ხელშეწყობა სჭირდება რეგიონებს, რადგან „რეგიონებშია ჩვენი სიძლიერე და უზარმაზარი კულტურული პოტენციალი. იმედი მაქვს, ჩვენი ურთიერთობა ისე აეწყობა, რომ მომავალში შეიძლება თავი მოგაბეზროთ კიდეც აქტიური თანამშრომლობით. იმედია, ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ,“ – აღნიშნა მინისტრმა ხარაგაულში შეხვედრაზე.
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა, გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა იზა ვეფხვაძემ მადლობა გადაუხადეს კულტურის მინისტრს და სამინისტროსთან მომავალში სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,