

ბოლო 24-საათში ხარაგაულში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ახალი შემთხვევები ვარძიასა და ბორითში გამოვლინდა.
ამით ინფიცირებულთა საერთო რიცხვი, ვირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე, 397-მდე გაიზარდა. მათგან 232 პირი გამოჯანმრთელდა, 7 – გარდაიცვალა.
29 დეკემბრის მონაცემებით, ხარაგაულში თვითიზოლაციაში 110 პირი რჩება.
158 ინფიცირებულიდან კლინიკებში 23 მკურნალობს, დანარჩენები – ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულისა და ბორითის კოვიდცენტრების, ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანაშრომელთა PCR ტესტირების პასუხები დღეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო ორი დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ უქმე დღეებზე ტესტის ჩასატარებლად მათ ცენტრს შედარებით ცოტა ადამიანი აკითხავს. მნიშვნელოვანია ასევე დაწესებული შეზღუდვები.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი წინასაახალწლოდ, ასევე ახალი წლის დღეებში სახლიდან გასვლისა და დიდი თავყრილობების გამართვისაგან თავშეკავებისკენ მოგვიწოდებს.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,