

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორის ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტსა და სურსათის კვლევის დეპარტამენტში კვლევის ახალი მეთოდები დაინერგა.
ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში უკვე შესაძლებელია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ღრუბლისებურ ენცეფალოპატიაზე შემოწმება.
სურსათის კვლევის დეპარტამენტში კი, დაინერგა შემდეგი კვლევები:
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ხარისხიანი და უვნებელი სახით მიეწოდოს ისეთი ხშირად მოხმარებადი პროდუქტები, როგორიცაა რძე და თაფლი.
ლაბორატორიაში დანერგილმა ელისა (ELISA-AG), მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფიის (HPLC), სითხური ქრომატოგრაფიის მასსპექტრომეტრიისა (LC/MS/MS) და ვალიდირებულმა R-056-2020-G მეთოდებმა წარმატებით გაიარა ეროვნული აკრედიტაცია და 2020 წლის ლაბორატორიის კვლევათა ნუსხაში შევიდა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები საერთაშორისოდ აკრედიტებულია და უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიის გამოყენებით მიმდინარეობს.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, დღეს არსებული ეპიდემილოგიური ვითარების ფარგლებში დადგენილი ყველა რეგულაციის დაცვით, შეუფერხებლად მუშაობს.
დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე
საქართველოს მასშტაბით, ლაბორატორიების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა