
განისაზღვრა ის ჯგუფები, რომლებიც პირველად გაიკეთებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ ისაუბრა.
„დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ხვალ უკვე მთავრდება ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა, რომელსაც 8 მიმართულება აქვს. იდენტიფიცირებულია რისკ-ჯგუფები, რომლებიც პირველები აიცრებიან ქვეყანაში.
ესენი არიან: ჩემი კოლეგები – სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები, 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, ასევე 65 და 55 წელს ზემოთ მყოფი სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე პირები. საქართველოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ სხვადასხვა ტიპის ვაქცინები მიიღოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 ახალი დადასტურებული შემთხვევა. covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 222 143-ს შეადგენს. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 206 313-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 41 ადამიანი გარდაცვალა. ამ ვირუსს საქართველოში, ჯამში 2 418 პირი ემსხვერპლა.
რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 257 შემთხვევა, აჭარაში – 68, იმერეთში – 55, ქვემო ქართლში – 29, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 34, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 19, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება