
ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით დადგინდა. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით.
უკვე 10 თვეა, მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით. მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი.
მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფისა და საბანკო სექტორის დახმრებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი.
თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხსა და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე. რაც შეეხება შემდგომ ტარიფს, პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ ტარიფის ზრდა კომპანიის მოთხოვნად არ უნდა აღიქმებოდეს.
ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს, უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი ჩვენთვის პრობლემატური დავალიანებებისა თუ სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს. მეორეს მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება.
ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ. ბოლო კვირებია, გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი.
გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური. სხვა გზა, უბრალოდ, აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!“ – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე.
ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის, საბავშვო და რამდენიმე
ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში პროექტის
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს 500-მდე
კიცხის საჯარო სკოლაში პროექტი, „სამეცნიერო მოგზაურობა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანინგანმა პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება