
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, შაბათ-კვირას სწრაფი ტესტების ასაღებად მისულ მოქალაქეთა რაოდენობა მცირდება – უქმე დღეებში ცენტრს ათამდე პირი აკითხავს.
შაბათ-კვირას კორონავირუსით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა დაბა ხარაგაულში, წყალფორეთსა და ხიდარში გამოვლინდა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე ვირუსი 395 პირს დაუდასტურდა. მათგან 213 გამოჯანმრთელდა, 7 გარდაიცვალა.
175 ინფიცირებულიდან კლინიკებში 23 პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ექიმის მეთვალყურეობით.
დღეს გეგმიური, PCR ტესტირება, ბორითისა და ხარაგაულის კოვიდკლინიკების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ. პასუხები ხვალ ან ზეგ დილით გახდება ცნობილი.
კოვიდკლინიკების თანამშრომელთა გარდა PCR ტესტირება, 72 საათში ერთხელ, უტარდებათ იმ სტრატეგიული დანიშნულების სამსახურების თანამშრომლებს, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა და რომელთა მუშაობის გაჩერებაც შეუძლებელია. ხარაგაულში ასეთია სახანძრო-სამაშველო სამსახური. 28 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსი ამ სამსახურის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა.
ნინო კაპანაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის