

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის კოვიდცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი გეგმიური PCR ტესტირების შემდეგ დაუდასტურდა.
ბოლო 24-საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევაა. ახალი შემთხვევები ლეღვანში, ჩხერში, ბორითში, ზვარეში, ლაშესა და დაბა ხარაგაულში გამოვლინდა.
ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე ხარაგაულში სულ ვირუსი 376 პირს დაუდასტურდა. მათგან 189 გამოჯანმრთელდა, 7 გარდაიცვალა.
180 ინფიცირებულიდან კლინიკებში 19 მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
სწრაფი ტესტების ჩასატარებლად იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათბელი სიმპტომები გამოუვლინდებათ, სწრაფი ტესტის ჩასატარებლად ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიმართონ. ტესტირება უფასოა.
ნინო კაპანაძე
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა