

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების აღსაზრდელები საახალწლოდ სიმბოლურ სასაჩუქრე პაკეტებს მიიღებენ.
სასაჩუქრე პაკეტების გაცემა ეტაპობრივად ხვალიდან დაიწყება.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, სასაჩუქრე პაკეტში შედის შოკოლადები, ხილის წვენი, „ქინდერი“ და სათამაშო.
„თითოეული პაკეტის ღირებულება დაახლოებით 17 ლარია. ჯამში 11 ათასი ლარი გამოვყავით. საჩუქარს მუნიციპალიტეტში მოქმედი ოცი საბავშვო ბაღის 606 აღსაზრდელი მიიღებს.
სასაჩუქრე პაკეტები უკვე დავახარისხეთ, სოფლებში მოქმედი საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებას ხვალიდან შევძლებთ. პაკეტების წასაღებად აღმზრდელები მშობლებს დაუკავშირდებიან. საჩუქრები საბავშვო ბაღებიდან გაიცემა“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
თამთა გოგოლაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,