

ბოლო 24-საათის განმავლობაში ხარაგაულში ლაბორატორიულად კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მათგან ერთ-ერთი ინფიცირებული სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსი სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელს გეგმიური PCR ტესტირებთ დაუდასტურდა. ამიტომ ჯანდაცვის ცენტრმა ამ სამსახურის ყველა თანამშრომლის სწრაფი ტესტირება დაიწყო.
23 დეკემბრის მონაცემებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ვირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 361-მდე გაიზარდა. მათგან 189 გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევები კიცხში, ლაშეში, ზვარეში, ღარიხევში, საღანძილეში, ქვებსა და ვერტყვიჭალაში დაფიქსირდა.
165 ინფიცირებულიდან სტაციონარში 11 პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. თვითიზოლაციაში 134 პირი რჩება.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ბორითისა და ხარაგაულის კოვიდკლინიკების თანამშრომლების გეგმიური PCR ტესტირების პასუხები, ჯერჯერობით, არ მიუღიათ.
ნინო კაპანაძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,