

კორონავირუსით გარდაცვლილი, 65 წლამდე ასაკის, სოფელ ზვარეში მცხოვრები მამაკაცი სტაციონარში მკურნალობდა. მას თანმხლები დაავადება – შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა.
ხარაგაულში ბოლო 48 საათში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამით ვირუსის პირველი დაფიქსირებიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა 351-მდე გაიზარდა. მათ შორის 163 პირი გამოჯანმრთელებულია.
181 ინფიცირებულიდან სტაციონარში 8 პაციენტი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. 147 პირი თვითიზოლაციაშია.
ახალი შემთხვევები შაბათ-კვირას დაბა ხარაგაულში, ხონში, ბორითში, ჩხერსა და კიცხში დაფიქსირდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, დღეს გეგმიური PCR ტესტირება ბორითისა და ხარაგაულის კოვიდკლინიკების თანამშრომლებს უტარდებათ.
ნინო კაპანაძე
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა