
ბოლო 24-საათში ხარაგაულში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ვირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვი ხარაგაულში 324-მდე გაიზარდა. მათგან 161 პირი გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.
ახალი შემთხვევები ჩრდილში, დაბა ხარაგაულში, კიცხსა და ნებოძირში გამოვლინდა.
157 ინფიცირებულიდან სტაციონარში მკურნალობას 8 პირი აგრძელებს, დანარჩენები ბინაზე, – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, მათ სამსახურს სწრაფი ტესტის ჩასატარებლად ყოველდღიურად 15-მდე მოქალაქე აკითხავს. PCR ტესტირებით ამ კვირაში კორონავირუსი ბორითის კოვიდკლინიკის თანამშრომელს დაუდასტურდა.
ამჟამად თვითიზოლაციაში 164 პირი იმყოფება. ექიმი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მკაცრად დაიცვან იზოლაციის წესები, არ გამოვიდნენ სახლიდან და არ გახდნენ სხვა ადამიანების დაინფიცირების მიზეზი. ღია და დახურულ სივრცეებში ყველამ ვატაროთ პირბადე.
რეკომენდაციების დაუცველობა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდას იწვევს. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
ნინო კაპანაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის