
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამე ბარბარეს ხსენებასაღნიშნავს.
ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარში საზეიმო მსახურება ტაძრის მღვდელმსახურმა მამა თომამ (ლაცაბიძე) აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ მოძღვარმა მრევლს წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ცხოვრების შესახებ უამბო და დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ დღევანდელ დღეს. წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს მადლი და ძალა გვფარავდეს მუდამ, – აღნიშნა მოძღვარმა ქადაგებისას, – ჩვენ ვიცით, რომ ის განსაკუთებით ბავშვების მფარველი წმინდანია. განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ბარბარეს. დალოცვილები, ჯანმრთელები ყოფილიყვნენ. წმინდა ბარბარეს შევთხოვ, რომ უძლურებაში მყოფი პატარები განკურნოს, შემწეობა და მფარველობა არ მოაკლოს მათ.
მაცხოვარს სანამ ჯვარზე გააკრავდნენ, თავისმა მეგობარმა, მოციქულმა გასცა. წმინდა ბარბარესთვის ყველაზე დიდი ტკივილი იქნებოდა ის, რომ საკუთარმა გამზრდელმა მამამ აწამა. წმინდა ბარბარე მიეგება კერპთთაყვანისმცემელ მამას და უთხრა, ჭეშმარიტ ღმერთზე, იესო ქრისტეზე, უნდა გელაპარაკოო. მამა შეცბუნდა, განრისხდა. იმდენად ჰქონდა გონება დაბინდული, საკუთარი ქალიშვილი მოკლა.
ჩვენ ხშირად ვბრკოლდებით ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისგან, ნათესავებისგან. ამიტომ უფრო მეტად გვტკივა გული.
დღევანდელ მდგომარეობასთან თუ გავავლებთ პარალელს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ერთმორწმუნე ერი, თუ ჩვენი მეგობარია, რატომ გვერჩს, რა უნდა?! ესაა ყველაზე მტკივნეული.
ვულოცავ ყველა ქრისტიანს, მის უწმინდესობას, მის ყოვლადუსამღვდელოესობას, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ხარაგაულის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობს. მცირეოდენი შესაწირიც კი არ დაიკარგება უფლის წინაშე. ღმერთი ასმაგად მიაგებს ხოლმე ყოველთვის ადამიანებს.
ვასწავლოთ ჩვენს მომავალ თაობას სიკეთე. გაბრიელ ქიქოძე ამბობდა, ბავშვის მეხსიერება არის თვალებში, თვალებიდან ღებულობს მეხსირებას და ინფორმაციას. შეიძლება კარგად ესაუბრებოდე, კარგ ამბებს მოუთხრობდე მას, მაგრამ შენ არ აღასრულებდე ამ ყოველივეს. ბავშვი დაიმახსოვრებს მხოლოდ სიტყვებს და არა საქმეს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ. შეგვეწიოს ბარბარობის მადლი. ვულოცავ ხარაგაულს და მთელ საქართველოს, ყველა მართლმადილებელ ქრისტიანს.“
თამთა გოგოლაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის