

პროექტის – „საქართველოს მთავრობა – ღია მმმართველობისთვის“ ფარგლებში იმერეთის გუბერნატორმა საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში ანგარიშით წარდგა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. მან ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე.
ზაზა სოფრომაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, მასშტაბური და წარმატებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ გაზრდილია პაციენტების მომართვიანობა. გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისთვის იმერეთში წელს 59 141 ადამიანმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებებს, გადაუდებელი სტაციონარული დახმარებისთვის – 21 171-მა. იმერეთის რეგიონში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 38 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. პროგრამაში ჩართულია ყველა სამედიცინო დაწესებულება საკუთრების ფორმის მიუხედავად.
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,