
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟის ფაქტს და მოუწოდებს მერიას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნგრევის პროცესი და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები უზრუნველყოს სათანადო საცხოვრისით.
ქვეყანაში უსახლკარობის, მზარდი სიღარიბის, უმუშევრობისა და უკიდურესად მაღალი ეკონომიკური და სოციალური დაუცველობის ფონზე, ნებართვის გარეშე აგებული შენობები ასობით ოჯახისთვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს.
ზამთარში, განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც კიდევ უფრო გაზრდილია მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალური და ეკონომიკური რისკები, სოციალურად ყველაზე დაუცველი საცხოვრისების დემონტაჟით თბილისის მერია არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ შენობებში მაცხოვრებელ პირებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკების წინაშე აყენებს.
კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია გამოსახლების აღსრულების პროცესი. თუმცა, მორატორიუმი არ ვრცელდება უკანონოდ აგებულ შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე, რის გამოც ნგრევის შედეგად დაზარალებული ადამიანები გამოსახლებულად არც კი მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ მათ, შესაძლოა, უკანასკნელი თავშესაფარი დაკარგეს.
დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს მერიის მიერ უსახლკარო ადამიანების მიმართ მგრძნობელობის არარსებობასა და სოციალურად დაუცველი, უსახლკარო ჯგუფების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობების გაუაზრებლობაზე.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში საცხოვრისების დემონტაჟის პროცესი და ამ პროცესის შედეგად მიუსაფარ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანები უზრუნველყოს საცხოვრისით.
EMC მზადაა სამართლებრივი დახმარება გაუწიოს იმ ოჯახებს, რომლებიც მერიის უმძიმესი გადაწყვეტილების შედეგად უსახლკაროდ დარჩნენ.
გთხოვთ დაგვიკავშირდით ორგანიზაციის ცხელ ხაზზე: +995 599 65 66
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის