
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1337 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ასეთ დაბალ მაჩვენებელს ხსნის იმით, რომ კვირას დაბალი იყო ტესტირების ჩატარების ინტენსივობა. კვირა დღეს სულ 6594 ტესტი ჩატარდა.
„კორონავირუსის დადასტურების მაჩვენებელი იკლებს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკმა უკვე გადაიარა. ეს გამოწვეულია შემზღუდველი ღონისძიებების შედეგად. დამშვიდების საფუძველი მაინც არ გვაქვს. ეს მხოლოდ პირველი ნიშნებია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს გარშემო მთელ მსოფლიოში პანდემია ბობოქრობს.
იმისათვის, რომ ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს, ყველა შემზღუდველი ღონისძიება თუ რეკომენდაცია უნდა დავიცვათ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე უნდა ავიყვანოთ.
კორონავირუსით ინფიცირებული 400-მდე კრიტიკული პაციენტი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე იმყოფება. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად. თუმცა, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია.
შეზღუდვების შემსუბუქების შემდგომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. საკოორდინაციო საბჭო ამ კვირაში მოვლენებს დააკვირდება და გადაწყვეტილებას ისე მიიღებს“.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 3 498 პირი გამოჯანმრთელდა; ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-მდე გაიზარდა.
სამწუხაროდ, არის გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამ ვირუსს 1 839 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარაში – 212, იმერეთში – 147, ქვემო ქართლში – 168, შიდა ქართლში – 48, გურიაში – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 74, კახეთში – 41, მცხეთა-მთიანეთში – 41, სამცხე-ჯავახეთში – 18, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის