

ჩუმათელეთი-ხარაგაული-ძირულას გზის მშენებლობის პროექტირებასთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო ექსპერტმა სამარანდა ჯენამ და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაბა ხარაგაულის მოსახლეობასთან ერთად განიხილეს. „იწყება გზის პროექტირება. მომავალი კვირიდან ჩვენი სპეციალისტები აღწერენ, ვის შეეხება განსახლება, რომ გავითვალისწინოთ კომპენსაციების სქემაში, – აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრაზე სამარანდა ჯენამ, – ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს განსახლების ცნება, ვიხელმძღვანელებთ აზიის განვითარების ბანკისგან დაწესებული საერთაშორისო რეგულაციით. დოკუმენტში, რომელიც მზადდება, აღიწერება დავების გახილვის მექანიზმი. მოსახლეობის მხრიდან სადავო საკითხები მოლაპარაკების, კომისიებში განხილვისა და სასამართლოს გზით დარეგულირდება.“
შეხვედრაზე ა/ო-ის წარმომადგენელმა რუსუდან გურგენიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ქონება საჯარო რეესტრში არ აქვს დარეგისტრირებული.
„სახელმწიფო იძენს ქონებას მოსახლისგან და ეს პროცესი აუცილებლად უნდა იყოს ლეგალური. აზიის განვითარების ბანკის პროცედურები გულისხმობს იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, – გაუკეთებენ აზომვით ნახაზებს და საჯარო რეესტრში თავად მოქალაქე უნდა მივიდეს რეგისტრაციისთვის,“ – განმარტა სამარანდა ჯენამ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით,
ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად იქნება ჩართული პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში. „განსახლების საკითხი დაბა ხარაგაულისთვის სხვაგვარად უნდა განვიხილოთ, – აღნიშნა გამგებელმა, – მთელ დაბას ვერ განვასახლებთ, ამიტომ უმჯობესია საავტომობილო გზა დაბა ხარაგაულში სარკინიგზო მაგისტრალს გაჰყვეს რკინიგზის სადგურიდან დაბა ხარაგაულში შემოსასვლელამდე.“
სამარანდა ჯენას თქმით, ქალაქის ტიპის მჭიდრო დასახლებაში აზიის განვითარების ბანკს სხვაგვარი მიდგომები ექნება.
თამთა გოგოლაძე
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,