

ბოლო 24-საათის განმავლობაში ხარაგაულში კორონავირუსი 12 პირს დაუდასტურდა.
ახალი შემთხვევები დაბა ხარაგაულში, სერბაისში, ლეღვანში, მოლითში, მარელისსა და ბორში გამოვლინდა.
მუნიციპალიტეტში ამ ვირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევიდან დღემდე 270 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 115 უკვე გამოჯანმრთელდა.
155 კოვიდინფიცირებულიდან 11 პირი სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ექიმის მეთვალყურეობით. 195 პირი იზოლაციაშია.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, სწრაფი ტესტი, თვენახევარია, ყოველდღიურად 20-მდე პირს უტარდება.
„სწრაფი ტესტის ჩასატარებლად მოსულ ყველა ადამიანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, – ამბობს ნინო ყიფშიძე, – დღის განმავლობაში აღებული 20 ნიმუშიდან ნახევარზე მეტი რომ დადებითია, ეს შემაშფოთებელია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში სწრაფი ტესტის ჩატარება 23 ნოემბრიდან დავიწყეთ. დღემდე 311 პირი დაიტესტა.
რაც შეეხება PCR ტესტს, პირველი ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე ეს ტესტი 461 პირს გავუკეთეთ. ესენი, ძირითადად, ხარაგაულის კოვიდკლინიკების თანამშრომლები და ის პაციენტები არიან, რომელთა მკურნალმა ექიმმაც ამ ტესტის ჩატარება საჭიროდ ჩათვალა“.
ნინო კაპანაძე
დღეს ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის
9 აპრილი ეროვნული ერთიანობის, თავისუფლებისა და გმირობის დღეა.
სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა.
სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 888 491 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა