

დღეს რა ხდებოდა ქვეყანაში? ჯეოსელი აფრენდა. ინტერნეტი ჭედავდა, სმს-ები არ იგზავნებოდა, დარეკვაც ჭირდა, – წერს სოციალურ ქსელში ხარაგაულის #2 სკოლის მასწავლებელი თეა ტალახაძე.
თანამშრომლებთან სასაუბრო 1 ლარიც ჩამომეჭრა. ადრე პირველ რიცხვში იჭრებოდა ხოლმე…
სკაიტელმა გაკვეთილის გამართულად ჩატარების საშუალება არ მომცა. ათასჯერ გამისროლა გარეთ. ახლა ბავშვები დავალებებს მიგზავნიან და ვერ ვხედავ, ვერ ვამოწმებ.
ცოცხალია ინტერნეტ სივრცე, თუ მაგასაც კოვიდი შეეყარა?
როგორც მოქალაქეების სააჯარო პოსტებიდან ირკვევა, დღეს ინტერნეტისა და მობილური კავშირის პრობლემა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შეიქმნა. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს გაკვეთილების ჩატარებაში ხელი შეეშალათ.
ინტერნეტისა და მობილური კავშირის შეფერხების მიზეზებში გარკვევას ამ დრომდე უშედეგოდ ვცდილობთ – ჯეოსელისა და მაგთის ოფისებთან დაკავშირება შეუძლებელია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,