
ბორითის 16-საწოლიანი კლინიკა 20 ოქტომბრიდან კოვიდპაციენტებს ემსახურება.
ამ კოვიდცენტრის აღმასრულებელი მენეჯერის, გიორგი ამურველაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ დრომდე კლინიკაში 78-მა პაციენტმა იმკურნალა, მათ შორის 63 უკვე გამოჯანმრთელდა. ბორითის კლინიკაში კოვიდინფიცირებულები ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, სამტრედიიდან, ხარაგაულიდან და თბილისიდანაც კი მიჰყავთ.
„ჩვენ საშუალო სირთულის პაციენტებს ვმართავთ, – ამბობს გიორგი ამურველაშვილი, – თუ მდგომარეობა რთულდება, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე ვრეკავთ. ვაწვდით ინფორმაციას, რომ ჩვენ მძიმე პაციენტის მართვის რესურსი არ გვაქვს და აღმოგვიჩინონ დახმარება. ამის შემდგომ იწყებენ სხვა კლინიკებში თავისუფალი ადგილის მოძიებას და პაციენტი გადაჰყავთ.
ჩვენთან ორი ბრიგადა მუშაობს. ისინი კვირების მონაცვლეობით მორიგეობენ. ბრიგადაში შედის ერთი ექიმი, ორი ექთანი და ერთი სანიტარი. 20 ოქტომბრიდან დღემდე 5 მედპერსონალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამ ეტაპზე ყველა მათგანი გამოჯანმრთელებულია. ყველაზე ასაკოვანი პაციენტი, რომელიც ჩვენთან გამოჯანმრთელდა, 91 წლის ქალი იყო“.
კორონავირუსი 54 წლის ნინო დადეშელმა, მისმა 81 წლის დედამთილმა და შვილმა ბორითის კლინიკაში დაამარცხეს. ისინი ბორითში ზესტაფონიდან გადმოიყვანეს. ნინო დადაშელი ოჯახის სახელით კლინიკის მედპერსონალს მადლობას უხდის.
ბორითის კოვიდცენტრის მედპერსონალის მადლიერია ნინო კობრავა. ის ბორითში სამტრედიიდან გადმოიყვანეს. საშუალოზე უფრო მძიმე პაციენტი იყო. ორივე ფილტვში ანთება ჰქონდა. სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. ამას მომეტებული შფოთვაც ემატებოდა.
„ბორითის კოვიდცენტრში რომ მიმიყვანეს, ექთნები სალომე ლომიძე და მთვარისა კუსიანი შემხვდნენ, – არაფრის შეგეშინდეთ, ჩვენ მოგარჩენთო, – გვიამბობს ნინო კობრავა, – უღრმესი მადლობა კლინიკის მედპერსონალს. კორონავირუსი ახლა ჩემს შვილებს აქვთ და მათი ანალიზის პასუხებს ბორითის კლინიკის მედპერსონალს ვუგზავნი, იმდენად ვენდობი. რა დროც უნდა გავიდეს, მუდამ მათი მადლიერი ვიქნები“.
ლიკა ხიჯაკაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის