

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის ვირუსმა ცირკულაცია უკვე დაიწყო. შესაბამისად, ის კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, პრევენციული ღონისძიებები უფრო აქტიურად დაიცვან.
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა ოდნავ დაბლა დაიწია. ეს კი იმის ინდიკატორია, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გამოჩნდა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში გააქტიურდა B-ტიპის სეზონური გრიპი, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ახასიათებს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებმა ისწავლეს პირადი ჰიგიენის დაცვა და სოციალური დისტანცია, შესაძლოა, გრიპის სეზონი რბილად წარიმართოს. ამასთან ერთად, რისკჯგუფებისთვის ქვეყანაში გამოყოფილია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც მათთვის სრულიად უფასოა.
დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კვლავ აუცილებელი იქნება ყველგან ვატაროთ პირბადე. ის დაგვიცავს არა მხოლოდ კორონავირუსის ინფექციისგან, არამედ სეზონური გრიპისგან.
ამ ეტაპზე ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 75 % და თუ ჩვენ ამას 95%-მდე ავიყვანთ, კორონავირუსის შემთხვევები საგრძნობლად იკლებს.
მოვუწოდებ მოქალაქეებს, ისარგებლონ შესაძლებლობით და აიცრან გრიპის ვაქცინაზე. განსაკუთრებით კი ვთხოვ ორსულ ქალებს. სერიოზულად ფართოვდება კორონავირუსის ტესტირება. თუ ადამიანს სიმპტომი აქვს, უნდა მივიდეს პოლიკლინიკაში. იქ მას გაუკეთებენ ანტიგენის ტესტს და პასუხს სულ რაღაც 15 წუთში გაიგებს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,