
ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ამით ინფიცირებულთა რაოდენობა 238-მდე გაიზარდა. მათგან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 – გარდაცვლილი.
დანარჩენი 136 პაციენტიდან 12 ხარაგაულისა და ზესტაფონის კოვიდკლინიკებში მკურნალობს, ხოლო 124 – ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
covid-19-ით დაავადების ახალი შემთხვევები გამოვლინდა ვარძიაში, ხევში, ბორითში, ნადაბურში, ხიდარში, ლაშეში, ლეღვანსა და ვერტყვიჭალაში.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ ნინო ყიფშიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ ცენტრში შესაძლებელია კორონავირუსზე სწრაფი ტესტით გამოკვლევა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ოჯახის ექიმის რეკომენდაციით უნდა მიმართოთ. თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, თუკი ოჯახის ექიმთან დაკავშირება ვერ შეძელით და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გაქვთ, ოჯახის ექიმის გარეშეც შეგიძლიათ მიმართოთ ამ დაწესებულებას ტესტირებისთვის.
შეგახსენებეთ, რომ covid-19-ს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ).
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები, 7 დღეში ერთხელ, PCR-ით კლინიკების თანამშრომლებს გეგმიურ ტესტირებას უტარებენ. ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკების მედპერსონალის უახლოესი ტესტირების პასუხები ხვალ დილით იქნება ცნობილი.
გარდა ამისა, PCR ტესტირება, 72 საათში ერთხელ, უტარდებათ იმ სტრატეგიული დანიშნულების სამსახურების თანამშრომლებს, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა და რომელთა მუშაობის გაჩერებაც შეუძლებელია.
ხარაგაულში ასეთია „საქართველოს ფოსტა“ და სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ სამსახურების თანამშრომელთა უახლოესი ტესტირების პასუხები უარყოფითია. ტესტირებით მათი ჯანმრთელობის კონტროლი ამ სამსახურებში კორონავირუსის გამოვლენიდან 12 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის