
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი.
სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე.
საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის მრავალწლიური საშუალო ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +6, +7; მთაში +1, +2; მაღალ მთაში -1, 0; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +2; მთაში -2, -1 მაღალ მთაში -5, -4 გრადუსს შეადგენს.
ზამთრის სეზონის ნალექების ნორმა დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 450-750 მმ, მთასა და მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-130 მმ, მთასა და მაღალ მთაში 70-150 მმ-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ სეზონის კონკრეტულ დღეებში მოსალოდნელი ამინდი მოკლევადიანი პროგნოზებით განისაზღვრება.
ფოტოზე – ზამთარი ხარაგაულში, 2016 წ.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის