ხარაგაულის თეატრი 120 წლისაა. ამ თეატრის სცენაზე, ხარაგაულელ მსახიობებთან ერთად, სხვადასხვა წლებში ქართული თეატრის კორიფეები – ლადო მესხიშვილი, კოტე მესხი, ნუცა ჩხეიძე და შალვა დადიანი იდგნენ.
ამის შესახებ აღნიშნულია ხარაგაულის სარაიონო კულტურის სახლის შესახებ გოგორიშვილის ავტორობით გამოცემულ წიგნში:
– დღესაც ახალგაზრდული ენერგიით მიზიდავს სცენა, – ამბობს ლეონტი ჭიპაშვილი, – ბავშვივით მწყდება გული, როდესაც როლები განაწილდება და საჩემო იქ არაფერია.
რას იზამ, სიბერეს სცოდნია. გასულ წელს ჩვენმა დრამატულმა კოლექტივმა გ. გელბაქიანის პიესა „ახალგაზრდა მასწავლებელი“ დადგა. ამ პიესაში გედეონის როლი ვითამაშე. სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი. ახალი ძალა მომემატა.
ლეონტი ჭიპაშვილი სცენას 1900 წლიდან ემსახურება. 78 წლის მოხუცი სიტკბოების გრძნობით იგონებს ეპიზოდებს განვლილი ცხოვრებიდან. იგონებს ქართული სცენის დიდოსტატებს ნუცა ჩხეიძეს, კოტე მესხს, ლადო მესხიშვილს, შალვა დადიანს და მათთან სოფლის სცენაზე ნათამაშებ როლებს“, – ვკითხულობთ გოგორიშვილის წიგნში.
ეს ფოტო, რომელზეც 1927-1928 წლებში ხარაგაულის თეატრის დასია აღბეჭდილი, რეჟისორ ირინე ჩხეიძეს თამარ ებანოიძემ გამოუგზავნა. დასის წევრებს შორისაა ქალბატონ თამარის მამის, სერგო ებანოიძის მამიდა ნინიჩკა ებანოიძე.
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი