ხელისუფლების დაპირება – „გაზი ყველა სოფელში როდის შესრულდება“, – გვეკითხება „ჩემი ხარაგაულის“ მკითხველი თამუნა ვეფხვაძე.
„ლახუნდარაში თუ იგეგმება გაზიფიცირება“, – აინტერესებს მაია გოგიშვილს.
„ხარაგაულის ახალარჩეული მერი დიდვაკეში გაზიფიცირების საკითხს როგორ მოაგვარებს? მხოლოდ სიმართლე უნდა გვიპასუხოს“, – ამბობს თეიმურაზ ბერაძე.
„გაზის შემოყვანა ღორეშაში დაგეგმილია თუ არა, – აინტერესებს ნანა მეტრეველს.
სოფლებში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით ხარაგაულის ახალარჩეული მერი კობა ლურსმანაშვილი განმარტავს, რომ პარლამენტში მისი საქმიანობის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით წელიწადში გაზიფიცირებისთვის გამოყოფილი თანხა 20 მლნ ლარიდან 50 მლნ ლარამდე გაიზარდა და დღეს კიდევ მეტადაა გაზრდილი.
ვარძიაში ცენტრალური გაზსადენის მშენებლობა სრულდება, ფარცხნალში, კიცხსა და ლაშეში მომხმარებელთა ჩართვის პროცესია დაწყებული. მთავრობის განკარგულებით, 2020-2023 წლების გაზიფიცირების გეგმაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან 6 სოფელია განსაზღვრული – ღარიხევი, ქროლი, წიფი, ღუდუმექეთი, ლაშის იგორეთი და კიცხის იგორეთი.
კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ ამ მოცემულობით დაკმაყოფილებას არ აპირებს და პარლამენტარ პაატა კვიჟინაძესთან ერთად სხვა სოფლებზე ზრუნვასაც გეგმავს.
„თუმცა, გაზიფიცირება ნახტომისებურად ვერ მოხდება, სოფლის პირად მისული გაზიფიცირების შესაძლებლობა ვერ დაკონსერვდება; ანუ, პირველ რიგში ის სოფლები გაზიფიცირდება, სადამდეც ბუნებრივი აირის მაგისტრალი მიყვანილია.
მაქსიმალურად ყურადღებას დავუთმობთ, რომ ჩხერიმელას ხეობა – საღანძილედან წიფის ჩათვლით, ასევე ღორეშისა და ძირულას ხეობის მიმართულებით სოფლები იყოს გაზიფიცირებული. თუმცა ეს ერთ და ორ წელიწადში ვერ მოხერხდება, არა თანხების უქონლობის, არამედ პროფესიონალი კადრების დეფიციტის გამო“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
ლაურა გოგოლაძე
ფოტოზე – გაზიფიცირება კიცხში, 2019 წ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი