
ხარაგაულის ახალარჩეული მერი კობა ლურსმანაშვილი მერიის სამსახურებში საკადრო ცვლილებებს აპირებს. ორი მოადგილის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლება, – ერთი მოადგილე ინფრასტრუქტურას უხელმძღვანელებს, მეორე – ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებებს, პირველ მოადგილეს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხების მართვა დაევალება.
კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მისი გამგებლობის პერიოდში სამი მოადგილით მუშაობა ეფექტური იყო და „ამაზე იმდროინდელი ციფრები მეტყველებს. ზოგიერთი თანამშრომლის გამოცდილება და კვალიფიკაცია, შესაძლებელია, სხვაგან უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე იქ, სადაც ახლა არიან. ამიტომ არ გამოვრიცხავ თანამშრომელთა შიდა გადაადგილებას; მათ შორის – სამსახურის ხელმძღვანელების ცვლილებას“.
პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე 27 ნოემბერს ვარლამ ჭიპაშვილი დაინიშნა. მერიის ახალი სტრუქტურა საკრებულოს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარედგინება.
მერიის სამსახურების „გადახალისების“ პროცესი, სავარაუდოდ, 2,5-3 თვე გაგრძელდება, – საკრებულოს თანხმობიდან მინიმუმ ერთთვიანი ვადა თანამშრომელთა გასაფრთხილებლად დასჭირდებათ, ხოლო შემდგომ კონკრეტულ თანამდებობებზე კონკურსები გამოცხადდება.
კობა ლურსმანაშვილი ამბობს, რომ „თანამდებობებზე დანიშვნის დროს პრიორიტეტი სანდოობას, პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და მუშაობის შედეგებს მიენიჭება. თუ საკრებულო მერიის რომელიმე თანამშრომელს ან მაღალი თანამდებობის პირს უარყოფითად აფასებს და ამაზე რეაგირება არ ხდება, ეს არის კატასტროფა.
პროფესიონალური კუთხით მიდგომები ასევე უნდა გამკაცრდეს და დაიხვეწოს ააიპ-ებში. უნდა გაიზომოს იქ დასაქმებული ადამიანების კვალიფიციურობა და კონკრეტულ თანამდებობებთან შესაბამისობა. თანაბრობის პრინციპი და ობიექტურობა დაცული იქნება.
შესაძლებელია, მერიის კადრი კონკრეტულ პროფილურ მიმართულებას ვერ აკმაყოფილებდეს, მაგრამ ააიპ-ში პროდუქტიული იყოს. შევეცდებით, თვითონ მათ დავანახოთ, რამდენად მზად არიან, აწიონ ის ტვირთი, რასაც ჩვენ მათგან ვითხოვთ“, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი.
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს,
2025 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მოსახლეობის
ზაფხული სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად
55 წლის განმავლობაში ადამიანების ჯანმრთელობას დარაჯობდა. ავადმყოფს
ხევის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“-ის