

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1041 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 930 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს 20 ლარით დაჯარიმებას; იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევი ფიზიკური პირის 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარით დაჯარიმებას.
განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,