
უკვე წლებია, ხარაგაულელებს სანოტარო მომსახურებას ქეთევან დეკანოსიძე უწევს. პანდემიის პერიოდშიც აქტიურად მუშაობს. მისი ერთი ჩვეული დღე საკმაოდ დატვირთულია. ამას პანდემიისგან გამოწვეული დაძაბულობაც დაემატა.
„ერთი-ორი თვის წინ მოქალაქეთა მიღებას ვერ ავუდიოდით. პანდემიის პერიოდში კი მათი რაოდენობა შემცირებულია. გაიზარდა მოთხოვნა ონლაინ მინდობილობასთან დაკავშირებით. ონლაინ მხოლოდ მინდობილობის გაკეთებაა შესაძლებელი. სხვა მომსახურებების მისაღებად კი მოქალაქე უშუალოდ ჩვენთან უნდა მოვიდეს“.
ხარაგაულში ნოტარიუსს მიმართავენ სამკვიდრო მოწმობის, თანხმობების, ხელმოწერების დამოწმების მიზნით, იპოთეკის ხელშეკრულებებისთვის. ქეთევან დეკანოსიძე ამბობს, რომ მასთან ხდებოდა ნასყიდობებისა და ჩუქებების დამოწმებაც.
„მოქალაქეებს ვურჩევთ, ჩუქებებისა და ნასყიდობების საკითხზე საჯარო რეესტრს მიაკითხონ, რადგან იქ უფრო იაფად შეეძლებათ დამოწმება. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული არ არის, პანდემიის პირობებში მოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციებს ვუწევთ. ამით მათ ვეხმარებით, ჩვენთან მოსვლა რამდენჯერმე რომ არ დასჭირდეთ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მიწის რეგისტრაცია. ამ კუთხით რაიმე სიახლე არ არის. ნოტარიუსის ფუნქციად კვლავ რჩება გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება. ამისათვის საჭიროა მემკვიდრეობის მოწმობები, ასევე მეზობლის თანხმობა საკრებულოს კომისიაში წარსადგენად.
ხარაგაულში შეჩერებულია მოქალაქეთა შორის დავების მოგვარება. პანდემიამდე სიახლე იყო ის, რომ მოქალაქეთა დავებს ვაგვარებდით. თუ ერთი მოქალაქე მეორის მიწას დაირეგისტრირებდა და ამაზე მოხდებოდა დავა, საჯარო რეესტრი მედიაციას გვინიშნავდა. ჩვენთან ორივე მხარე მოდიოდა და ამ დავის მოგვარებას ვცდილობდით. ამ ეტაპზე ეს მომსახურება შეჩერებულია“.
ლიკა ხიჯაკაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის