
3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან აღინიშნება.
გაეროს მიერ დაწესებული ამ დღის აღნიშნის მიზანია, კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
ხარაგაულში, სოფელ მარელისში მცხოვრები 15 წლის მარიამ ლორთქიფანიძე სმენადაქვეითებულია. ამის გამო მას არც მეტყველება შეუძლია.
ორი წლის მარიამის მშობლებისთვის ძნელად მოსასმენი იყო იმის გაგება, რომ ოპერაცია უშედეგო იქნებოდა.
„ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით სმენის აპარატი შევიძინეთ, – გვიამბობს მარიამის დედა ნინო, – შემდეგ შევიტყვეთ, რომ ქუთაისში სპეციალური სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ჟესტების ენასთან ერთად, ხელობის შესწავლა შეიძლებოდა.
შვიდი წლის იყო მარიამი, როცა ქუთაისში წავიყვანეთ. თავიდან სკოლაში, ოჯახისგან შორს დარჩენა გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ თანდათან შეეჩვია და ცხრა კლასი დაამთავრა.
მარიამს თავისი სამყარო აქვს – ხატავს, ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს, კერავს, ჰამაკებს ქსოვს. ამავე დროს, ყოველდღიურ საქმიანობაში – საჭმლის მომზადებასა და უმცროსი და-ძმების მოვლაში მეხმარება.
ხუთი შვილი მყავს. სოფელში საქმეს რა გამოლევს. ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარება და მარიამის პენსიაა.
მარიამი ძალიან მოსიყვარულე და მზრუნველია. საკმაოდ კომუნიკაბელური. ხშირად სეირნობს ბუნებაში. სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გახსნა.
ძალიან უნდა, რომ მისი ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყოს. ეს სურვილი როგორმე უნდა ავუხდინო“…
ნინო კაპანაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის