2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური დისტანციურად ჩატარდა.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი 30 700-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. მეორე ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც  ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი დააგროვეს და ამასთან ერთად საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის მოხვდნენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო ოლიმპიადის დისტანციურად ჩატარებამ მოსწავლეები და სკოლები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

ხევის სკოლის დირექტორი მერი ხადილაშვილი ამბობს, რომ მოსწავლეებს შესაბამის ტექნიკაზე ხელი არ მოუწვდებოდათ და ამიტომ ოლიმპიადის სასკოლო ტურში მონაწილეობა ვერ შეძლეს. ხევის სკოლის მოსწავლეები სკოლაში უნდა მისულიყვნენ, მაგრამ სწორედ იმ დღეებში სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

„ჩემი ხარაგაულის“ მიერ სკოლებიდან მოპოვებული ინფორმაციით, მეორე ტურში 40-მდე მოსწავლე გადავიდა.

ხარაგაულის #2 სკოლიდან სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში ჩაერთვებიან:

მარიამ ბერაძე (X კლ. ისტორია); თეკლა ებანოიძე, ნინო კურტანიძე, ნია ფოფხაძე (X კლ. გეოგრაფია); ნია ფოფხაძე (X კლ. ინგლისური ენა); გრიგოლ ხიჯაკაძე (Xll კლ. ქართული ენა და ლიტერატურა);

სასულიერო გიმნაზიიდან: საბა ებანოიძე, გიორგი კვირიკაშვილი, მარიამ მანჯავიძე (მათემატიკა); საბა ებანოიძე, თამთა კიკნაძე, კესო ჩხიკვაძე (ქართული ენა); ეთევან მანჯავიძე (გეოგრაფია და ისტორია);

ხარაგაულის N3 საჯარო სკოლიდან: ანა მაისურაძე, ანი მეიფარიანი, ვაჟა მაღრაძე, ცოტნე კიკნაძე, მარიამ ბურჯანაძე (Xll კლ.), ქეთევან ლაცაბიძე (XI კლ.) – ქართული ენა და ლიტერატურა; ანა კვინიკაძე (XII კლასი), გურამ ლურსმანაშვილი, ელენე ჩიჩილიძე (XI კლ.) – ისტორია; ანი მეიფარიანი (XII კლ.) – ბიოლოგია;

მარელისის სკოლიდან: ანა კოვზირიძე, ნინო ყიფიანი, ლუკა ცისკაძე (XI კლ.), ნია ყიფიანი (X კლ.) – გეოგრაფია; სალომე მაღრაძე (X კლ.), ნინო ყიფიანი, ლუკა ცისკაძე (XI კლ) – ისტორია; ნონა ყიფიანი (Xll კლ.), ნინო ყიფიანი, ლუკა ცისკაძე (XI კლ) –  ბიოლოგია;

მოლითის სკოლიდან: მაგდა თურმანიძე, ირაკლი კიკნაძე (X კლასი), მარიამ ყურაშვილი (XI კლასი) – ქართული ენა; მარიამ ყურაშვილი, თეონა კვინიკაძე (XI კლასი) – მათემატიკა; ირაკლი კიკნაძე (X კლასი), ლიზა ნღაძე (XI კლ.) – გეოგრაფია; ირაკლი კიკნაძე (X კლასი) – რუსული ენა;

საღანძილის სკოლიდან: ანა კიკნაძე (X კლასი) – გეოგრაფია, ისტორია, ნიკა კიკნაძე (XI კლ.) გეოგრაფია, ნინო კიკნაძე (X კლასი) მათემატიკა;

ლაშეს სკოლიდან: სალომე კვირიკაშვილი – (ისტორია, გეოგრაფია), დიანა ლომსაძე – (გეოგრაფია);

ვერტყვიჭალის სკოლიდან: მარინა ლურსმანაშვილი, გვანცა გოგოლაძე (X კლ.) ბიოლოგია, ნიკა პასაშვილი (XI კლ.), ქართული;

ლეღვანის სკოლიდან: სალომე შარიქაძე (X კლასი) ბიოლოგია.

სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, სავარაუდოდ, გასული წლების მსგავსად, დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში გაიმართება. თუ რა ფორმით, ამაზე გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ჯერჯერობით, ინფორმაცის არ ფლობენ.

ნინო კაპანაძე