

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში3 დეკემბერს კოვიდინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით ხარაგაულელ ინფიცირებულთა რაოდენობა 194-მდე გაიზარდა. მათგან 65 გამოჯანმრთელებულია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, დღეს ორი ხარაგაულელი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ორივე მათგანი თირკმელჩანაცვლებით თერაპიაზე (დიალიზზე) მყოფი პირები იყვნენ. ერთი გარდაცვლილი თბილისში მცხოვრები, წარმოშობით ხეველი პირია, ხოლო მეორე ჯაფაროულელი, რომელსაც კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდასტურდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის 194 პირია იზოლაციაში. აქტიური 129 კოვიდშემთხვევიდან 8 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,