
ხარაგაულში მცხოვრები შშმ პირის, გოგა კვინიკაძის მეუღლე ია ჯანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ღამის საათებში გადაადგილებისთვის სამთავრობო ცხელი ხაზიდან (144) საშვი ვერ მოიპოვა.
მან ვერ შეძლო კლინიკაში გაჰყოლოდა მეუღლეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
რატომ ვერ შეძლო ია ჯანიაშვილმა საშვის მოპოვება, – ამის თაობაზე 144-ის ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილება სასწრაფოა, მოხდება საშვის მომენტალურად გამოწერა, მაგრამ გათვალისწინებული იქნება გადაუდებელი საჭიროება. ეს შემთხვევა კი „გადაუდებელ საჭიროებად“ არ ჩაითვალა“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის კახა გოლუბანის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა 19 ადმინისტრაციულ ერთეულში თითო-თითო მანქანაზე საშვი გასცა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის დროს საღამოს 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქალაქეებს მოემსახუროს. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეები სოფლებში რწმუნებულებს უნდა დაუკავშირდნენ.
რაც შეეხება დაბა ხარაგაულს, საშვი გაცემულია მერის, მისი მოადგილის, საკრებულოს თავმჯდომარის ავტომანქანებსა და კიდევ ერთ მანქანაზე. მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელეფონით შემდეგ ნომერზე – 599 37 50 73.
კახა გოლუბიანი ამბობს, რომ საშვი გადაადგილების უფლების მქონე ავტომანქანის მფლობელის გარდა, თავად მგზავრსაც უნდა ჰქონდეს. თუმცა მან ზუსტად არ იცის, რა შემთხვევაში ეუბნებიან უარს მოქალაქეს საშვის გაცემაზე და რა შემთხვევაში აძლევენ საშვს.
„ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში – მშობიარობის, მოტეხილობის და ა. შ., ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად, – ამბობს კახა გოლუბიანი, – ხოლო თუ პირი გეგმიურ სამედიცინო მომსახურებას ღამით საჭიროებს, მას ექიმისგან გაცემული ცნობა უნდა ჰქონდეს“.
ნინო კაპანაძე
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის