

ჩემი უძვირფასესი პიროვნება, მასწავლებელი, მეგობარი, მშობელი, იდეალი… ჩემი თბილი ნელი მასწავლებელი გარდაიცვალა. მეამაყებოდა მისი არსებობა. ის იყო ჩემი წარმატებების, ოცნებების და მიზნების გამზიარებელი. მისი ყველა სიტყვა, ღიმილი, მოწყენა, შექება, დარიგება და რჩევები ჩემთვის დაუვიწყარი იქნება.
მისი გამოცდილებით ვსწავლობდი ცხოვრებას. როგორ შეიძლება დაავიწყდეს გულს მისი სიკეთე და იმედიანი თვალები. ტანჯვით გამოვლილი ცხოვრება მას მაინც აბედნიერებდა, რადგან ის ღირსი გახადა ღმერთმა ამ ქვეყნად მოვლინებისა. ბედნიერები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ ასეთი ღირსეული ადამიანის ხელში გავიზარდეთ.
მიყვარდა ნელი მასწავლებელი და ქართულის გაკვეთილები. რომ შემაქებდა, დედამიწა ჩემი მეგონა. არამარტო ქართულს, არამედ ცხოვრებას გვასწავლიდა. ამ პოსტს ვწერ და მეტირება თვალებით, გულით, სულით, მთელი ჩემი არსებით ვტირი.
ღმერთო, გთხოვ აცხოვნე მისი სული! მისი ლოცვა ამქვეყნიურ ცხოვრებაში გვიფარავდა ყველას და ახლა ჩვენ ვილოცოთ მის სულზე.
ნელი მასწავლებელო, მოგვენატრებით. თქვენი თბილი ხელები, იმედიანი ღიმილი, გვერდში დგომა და თქვენი არსებობა მოგვენატრება. მუდამ იარსებებთ ჩვენში, თქვენ იმედებს აუცილებლად გავამართლებ და არასოდეს დამავიწყდება თქვენი საყვარელი სიტყვები –
„არაფერს არ ვთხოვ ღმერთს ჩაციებით,
ოღონდაც მომცეს მოთმენის ნიჭი,
მონანიების და პატიების.“
მოვეფერები მის სიტყვებს, ნაწერებს. მისი ხელით დაწერილი ყველა სიტყვა, რომელსაც ჩემი ნაწერები და რვეულები ინახავს, ჩემს გულთან ერთად, უძვირფასესი იქნება მუდამ. მთელი გულით ვუსამძიმრებ ნელი მასწავლებლის ოჯახს ამ ღირსეული ადამიანის გარდაცვალებას.
თამარ ქალიაშვილი
2026 წლის პირველი იანვრიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს
ხარაგაულის თვითმმართველობა ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე
დღეს, 12 იანვარს, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური, მთელი
დღეს, 12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი უკანონოდ
ხარაგაულელი ზაური ბერაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში,