
“დღეიდან ორი თვის განმავლობაში, პირველ თებერვლამდე, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, სახელმწიფო დღეში დაახლოებით 20 ათას ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიებისა და კლინიკების მიერ გაკეთებული ტესტები.
ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. ის მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, გაიკეთონ სწრაფი ტესტი საჭიროების შემთხვევაში, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.
” ქვეყანაში ამ ეტაპზე 350 ათასი ანტიგენზე დამყარებული ტესტი გვაქვს. გაფართოებული ტესტირება ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს. მაგალითად თუ ადამიანს სიმპტომები არ აქვს, მაგრამ ანტიგენის ტესტი აჩვენებს დადებით პასუხს, ექიმის რეკომენდაციით ეს უნდა გადამოწმდეს. ასევე უნდა გადამოწმდეს ის შემთხვევა, როდესაც ადამიანს აქვს სიმპტომები, მაგრამ ტესტი უარყოფითია. რაც შეეხება სტაციონარში მყოფ პაციენტებს, ისინი დაექვემდებარებიან სწრაფი ტესტით გამოკვლევას”.
ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ვაქცინაცია დაიწყება ადრეული გაზაფხულიდან. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე ხანდაზმული პირები. ამ საკითხზე აქტიურად მუშაობენ ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან. საგარეო სამინისტროში შექმნილია მაკოორდინებელი კომიტეტი, სადაც იმპლემენტაციის დანერგვის გეგმა იწერება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 143 376-ს. გამოჯანმრთელდა 4 061 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 121 621-მდე. ბოლო 24-საათში გარდაიცვალა 39 ადამიანი.
დღეს გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის